დაბინძურებული გარემო საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
დიოქსინები ძალიან ტოქსიკური ნივთიერებებია რომელიც წარმოიქმნება პოლიეთილენის,პლასტიკური ბოთლების წვის შედეგად.იგი არ იშლება და გროვდება როგორც ბიოსფეროში , ასევე ადამიანის ორგანიზმში.დიოქსინების 90 პროცენტი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვების:ხორცის,თევზის, რძის პროდუქტებიის,ასევე სასმელი წყლის მეშვეობით.ორგანიზმში მოხვედრილი დიოქსინები სისხლში ცირკულირებს და ლაგდება ცხიმოვან ქსოვილში.ძნელად გამოიდევნება ორგანიზმიდან.
იგი იწვევს ონკოლოგიურ, ფილტვებისა და სასუნთქი გზების.ღვიძლის დაავადებებს.
რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ:
მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავება.სადაც საზოგადოების აქტიური ჩართვა აუცილებელია.
არსებობს სტოქჰოლმის კონვექცია, რომლის მიზანია გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვა დამაბინძურებლების საფრთხისაგან. ნარჩენების უკანონო წვა სხვადასხვა სახის რისკისა და პრობლემების მიზეზია და ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა -ნარჩენების სწორი მართვაა.


No comments:
Post a Comment