პროექტის სახელწოდება:,,ჩვენ ვიყენებთ პოლიეთილენის ნარჩენებს"
ეს თემა აქტუალურია მთელს მსოფლიოში,რადგან დაბინძურებული გარემო საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.პოლიეთილენის წვის შედეგად გარემოში გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერება დიოქსინები,რომელიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვების მეშვეობით.პროექტის მიზანია:
1.მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას.2.გააცნობიერონ ეკოლოგიური პრობლემები,მოიძიონ ინფორმაცია დიოქსინების მავნებლობის შესახებ.
3.მიიღონ ინფორმაცია თავიანთი რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ,გაიაზრონ პრობლემის აქტუალობა,რათა გაიზარდოს მათი პირადი პასუხისმგებლობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
4.ასევე გააცნონ მოსახლეობას ინფორმაცია დიოქსინების მავნებლობის შესახებ და მოუწოდონ მათ პლასტიკური ბოთლები და პოლიეთილენის პარკები არ დაწვან.მოათავსონ სპეციალურ ურნებში,რომელიც განთავსებულია სპეციალურ ადგილებში.
პროექტის ამოცანებია:
მოსწავლეებმა მოაგროვონ პლასტიკური ბოთლები,რომელსაც გამოვიყენებთ სკოლის ეზოში ყვავილნარის შემოსაღობად,სკოლის ეზოს დასუფთავება მავნე ნარჩენებისგან.
დავამზადოთ სამახსოვრო დიოქსინების მავნებლობის შესახებ, რომელიც დარიგდება მოსახლეობაში.
გადავიღებთ სურათებს ჩვენი რაიონის დაბინძურებულ ადგილებზე.
გამოვუშვებთ გაზეთს .
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს გაიზარდოს ცნობიერების დონე გარემოს დაცვის საკითხებში.პროექტი დაეხმარება მოსახლეობას მიიღონ ინფორმაცია დიოქსინების მავნებლობის შესახებ,ასევე ქიმიურად საშიში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეთოდის არსებობის შესახებ.ისინი ისარგებლებენ ალტერნატიული ბუნკერებით .
შემცირდება გარემოს დაბინძურება.
ღონისძიებები:
სამიზნე ჯგუფის შეკრება და მათთვის პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა.ყვავილნარის შემოღობვა შეღებილი პლასტიკური ბოთლებით.ასევე საბურავებით საყვავილეების მოწყობა.
სამახსოვროების შექმნა , დაბეჭდვა და მოსახლეობაში დარიგება.
საგნებთან/ეროვნულ.სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
ბუნ.V.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი
ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
ადამიანური რესურსები:
რადგან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია მასში მონაწილეობენ დაწყებით და საბაზო კლასის მოსწავლეები,ფიზიკური რესურსები:
ფოტოაპარატი,ვიდეოკამერა,სხვადასხვა ფერის საღებავები, პოლიეთილენის ბოთლები. ფუნჯები,კომპიუტერი,საკანცელარიო საქონელი.
პროექტის ხელმძღვანელი: ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი: თამარ ძიძიგური
პროექტი იხ. ბლოგზე http://tamaridzidziguri4.blogspot.com
No comments:
Post a Comment